პროექტი ,,ციფრული სკოლა - საქართველო"
პროექტის დიზაინი შემდეგ იდეებსა და მოსაზრებებს ეყრდნობა:
- პედაგოგიკა მართავს ტექნოლოგიას და არა პირიქით.
- ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ სფეროს მოიცავს: პედაგოგიკა, ტექნოლოგია და ცვლილებების მენეჯმენტი.
- ცვლილებები ორგანიზაციულ (სკოლის) დონეზე მიიღწევა. შესაბამისად, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პრაქტიკის მნიშვნელობის “მთელი სკოლის” დონეზე გააზრება, ხედვის გაზიარება და დანერგვაში სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობა წარმატებული ციფრული სკოლის აუცილებელი ინგრედიენტებია.
- გარშემო უამრავი “ჭკვიანი” ინსტრუმენტია მონაცემების მოსაგროვებლად და გასაანალიზებლად. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჭკვიანურად გამოვიყენებთ მათ მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
- წარმატებული ისტორიებისა და პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, სკოლის შიგნით და გარეთ, ხელს უწყობს ციფრულ ცვლილებებს და მეტ მოტივაციას გვმატებს ჩვენი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
Комментарии
Отправить комментарий