პროექტი   ,,ციფრული სკოლა - საქართველო"

სსიპ  ქალაქ  გორის  N5  საჯარო  სკოლის გუნდის  მიერ დასახული მიზნები:

  • შევისწავლოთ ის ცვლილებები, რასაც ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს განათლებაში;
  • განვაახლოთ ჩვენი სასწავლო პრაქტიკა, რათა მხარი ავუბათ ციფრულ სასწავლო ეპოქის მოთხოვნებს მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • მონაწილეობა მივიღოთ უკეთესი სკოლის შექმნაში, და მზად ვიყოთ ერთობლივად განვახორციელოთ ცვლილებები;
  • მივიღოთ გადაწყვეტილებები სასკოლო და საკლასო პრაქტიკის კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.

სკოლის გუნდი მოიცავს: სკოლის დირექტორის მოადგილეს, ინფორმაციულ მენეჯერსა და მასწავლებლებს.

პროექტის აქტივობები:

  • ჩამოავაყალიბოთ საერთო ხედვა და სკოლის ციფრული ინოვაციის შესახებ იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს.
  • შევქმნათ ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის თვითშეფასების რეპორტი, გავააანალიზოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარი მიღწევები და გამოწვევები.
  • სპეციალური ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით შევქმნათ სკოლის ციფრული სტრატეგია და ონლაინში განვათავსოთ.
  • სკოლის ციფრულ დღის წესრიგს პოპულარიზება გავუწიოთ  სასკოლო საზოგადოებაში მათი თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
  • ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს, სერვისებსა და მასალებს გავეცნოთ ინოვაციური ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად.
  • ინოვაციური პრაქტიკა სხვა სკოლებს გავუზიაროთ მათთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

,,დედის დღე ჩემს სკოლაში“

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა: ,,ადამიანი და ბუნება"

ნიკოლოზ ბარათაშვილი