პროექტი „ციფრული სკოლა – საქართველო“
„ციფრული სკოლა – საქართველო“ სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას აფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს ახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკისა და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება.
ციფრული სკოლის პროექტის მიზანი სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა. სკოლები თავად განსაზღვრავენ, თუ რა მიმართულებით სურთ ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა.
ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად და დასანერგად სკოლებში საჭიროა სამი კომპონენტის არსებობა, ანუ ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ სფეროს მოიცავს: პედაგოგიკას, ცვლილებების მენეჯმენტს და ტექნოლოგიას. ამ კომპონენტებს შორის აუცილებელია ბალანსის არსებობა.
პედაგოგიკაში იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა, სადაც მოსწავლე თვითრეგულირებადი მსწავლელი იქნება, თვითონ გადაწყვეტს სად და რა უნდა ისწავლოს და ა.შ.
სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითონ ირჩევს სამუშაო მიმართულებას. მაგალითად, რომელიმე სკოლა წყვეტს, რომ გამოიყენოს ინტერაქტიული სასწავლო ობიექტები. ეს ინოვაციური პრაქტიკის პირველი დონეა, მეორე დონე კი ის არის, როდესაც მოსწავლეები თვითონ ქმნიან ამ რესურსებს. ასეთ პირობებში ისინი კიდევ უფრო უკეთ სწავლობენ, ანუ პირველ ეტაპზე რაღაცის ანალიზს აკეთებ, რამ და როგორ იმუშავა, აგროვებ მონაცემებს და შემდგომ კი იუმჯობესებ ამ პრაქტიკას.
ამ პროექტში ჩართულის სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლაც.
Комментарии
Отправить комментарий