Сообщения

Сообщения за 2020
ვიდეორგოლი  
Изображение
  პროექტი ,,ციფრული სკოლა - საქართველო" სსიპ  ქალაქ  გორის  N5 საჯარო სკოლის პოსტერი  
  პროექტი   ,,ციფრული სკოლა - საქართველო" სსიპ  ქალაქ  გორის  N5  საჯარო  სკოლის გუნდის  მიერ დასახული მიზნები: შევისწავლოთ ის ცვლილებები, რასაც ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს განათლებაში; განვაახლოთ ჩვენი სასწავლო პრაქტიკა, რათა მხარი ავუბათ ციფრულ სასწავლო ეპოქის მოთხოვნებს მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად; მონაწილეობა მივიღოთ უკეთესი სკოლის შექმნაში, და მზად ვიყოთ ერთობლივად განვახორციელოთ ცვლილებები; მივიღოთ  გადაწყვეტილებები სასკოლო და საკლასო პრაქტიკის კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე. სკოლის გუნდი მოიცავს: სკოლის დირექტორის მოადგილეს, ინფორმაციულ მენეჯერსა და მასწავლებლებს. პროექტის აქტივობები: ჩამოავაყალიბოთ საერთო ხედვა და სკოლის ციფრული ინოვაციის შესახებ იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს. შევქმნათ ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის თვითშეფასების რეპორტი, გავააანალიზოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარი მიღწევები და გამოწვევები. სპეციალური ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით შევქმნათ...
  პროექტი ,,ციფრული სკოლა - საქართველო" პროექტის დიზაინი შემდეგ იდეებსა და მოსაზრებებს ეყრდნობა:      პედაგოგიკა მართავს ტექნოლოგიას და არა პირიქით.    ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ სფეროს მოიცავს: პედაგოგიკა, ტექნოლოგია და ცვლილებების მენეჯმენტი.  ცვლილებები ორგანიზაციულ (სკოლის) დონეზე მიიღწევა. შესაბამისად, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პრაქტიკის მნიშვნელობის “მთელი სკოლის” დონეზე გააზრება, ხედვის გაზიარება და დანერგვაში სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობა წარმატებული ციფრული სკოლის აუცილებელი ინგრედიენტებია.  გარშემო უამრავი “ჭკვიანი” ინსტრუმენტია მონაცემების მოსაგროვებლად და გასაანალიზებლად. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჭკვიანურად გამოვიყენებთ მათ მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.   წარმატებული ისტორიებისა და პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, სკოლის შიგნით და გარეთ, ხელს უწყობს ციფრულ ცვლილებებს და მეტ მოტივაციას გვმატებს ჩვენი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
Изображение
  პროექტი „ციფრული სკოლა – საქართველო“     „ციფრული სკოლა – საქართველო“  სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.   პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას აფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს ახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მიიღონ  კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკისა და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება.      ციფრული სკოლის პროექტის მიზანი სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა.  სკოლები თავად განსაზღვრავენ, თუ რა მიმართულებით სურთ ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა.       ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად და დასანერგად სკოლებში საჭიროა სამი კომპონენტის არსებობა,  ანუ ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება  სამ  ურთიერთდამოკიდებულ  სფეროს მ...