2015 წლის 6 მარტს მე-8 ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული (ქართული, ინგლისური) ღონისძიება. პროექტის სათაური ,,დედის დღე ჩემს სკოლაში“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, ბუკლეტები, მისალოცი ბარათები და ვიდეო კოლაჟი. ქართულ და ინგლისურ ენაზე მილოცვები: ლექსები და ნაწყვეტები ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებიდან. პედაგოგები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა დათაშვილი; ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ნონიაშვილი
ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (IXა კლ.) გაგვეთილის თემა: ,,ობლობა და მარტოობა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში“ გაკვეთილის მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას, შეჯამება-შეფასებას. განუვითარდებათ მსჯელობის, შეფასების, პრეზენტაციის, ჯგუფური თანამშრომლობისა და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ელექტრონული ვერსიით. ინსჯელეს მწერლის სევდის, ობლობისა და მარტოობის მიზეზებზე. აღნიშნეს, რომ ბარათაშვილი იყო ,,დაწყევლილი ყრმა“ , რომელსაც ჰქონდა მიზეზი სევდისა. მან ვერც სურვილი აისრულა უსახსრობისა და ხეიბრობის გამო, არც სიყვარულში გაუმართლა, მისი შემოქმედებაც მიუწვდომელი აღმოჩნდა, ისე მოკვდა არავის უღიარებია.
Комментарии
Отправить комментарий